eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან 240 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 9 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან 240 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას: ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა; XIX საუკუნის I ნახევრის საქართველოს სოციოკულტურული სინამდვილე; რომანტიზმი ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში;  რომანტიკოსთა ლიტერატურული მემკვიდრეობა და მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის  15 ოქტომბრამდე მოხსენების თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: levan.beburishvili@tsu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

თეზისები.

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

თეზისის მოცულობა: 500 სიტყვამდე.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებების თეზისებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ბებურიშვილი.

ელ. ფოსტა: levan.beburishvili@tsu.ge

ტელ.: 593162044

თარიღი: 16/06/2026